ვეტერანი იტალიელი მეკარე კრისტიან აბიატი თავის ამჟამინდელ გუნდ “მილანში” კიდევ ერთი სეზონი დარჩება. ამის შესახებ “როსონერის” ვებგვერდი იტყობინება. 37 წლის მეკარეს “როსონერისთან” ძველი ხელშეკრულება 30 ივნისს ამოეწურა, მაგრამ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე იგი 2016 წლის 30 ივნისამდე გახაგრძლივდა.
კრისტიან აბიატი საფეხბურთო საზოგადოებამ სწორედ “მილანში” თამაშით გაიცნო. “სან სიროზე” იგი 1998 წლიდან მოყოლებული თამაშობს, თუმცა სხვადასხვა პერიოდში იჯარის წესით “იუვენტუსში”, “ტორინოსა” და “ატლეტიკოში” იყო განათხოვრებული. გასულ სეზონში იტალიელმა მეკარემ “მილანის” ღირსება ყველა ტურნირზე 14 მატჩში დაიცვა.