ფეხბურთი

15:50 | 1.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ასუ-ეკოტო საფრანგეთში დაბრუნდა

საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა “სენტ ეტიენმა” კამერუნელი მცველი ბენუა ასუ-ეკოტო გაიფორმა. ამის შესახებ “მწვანეების” ვებგვერდი იუწყება. ფრანგულმა გუნდმა 31 წლის აფრიკელი ხელში უფასოდ ჩაიგდო, რადგან მას ლონდონის “ტოტენჰემთან” კონტრაქტი გასული სეზონის დასრულების შემდეგ დაუმთავრდა. ასუ-ეკოტო “სენტ ეტიენში” 2018 წლის ზაფხულამდე იასპარეზებს.

ვეტერანი ფეხბურთელი “ტოტენჰემში” ფრანგული “ლანსიდან” 2006 წელს გადავიდა. გასულ სეზონში კი მას თამაში არ უწევდა. პრემიერლიგაში იგი მოედანზე ერთხელაც არ გასულა.

0.117208