პორტუგალიური “პორტუს” აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი ჯექსონ მარტინესი მადრიდის “ატლეტიკოს” ფეხბურთელი უკვე ოფიციალურადაა. აღნიშნული ინფორმაცია “როხიბლანკოს” ვებგვერდმა გაავრცელა. “ატლეტიკომ” პორტუგალიურ გრანდს კოლუმბიელი ფორვარდის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაურიცხა. მარტინესი მადრიდულ გუნდში ტურინის “იუვენტუსში” გასხვისებულ მარიო მანჯუკიჩს ჩაანაცვლებს.
მარტინესმა “პორტუს” რიგებში 136 თამაში ჩაატარა და მეტოქეთა კარში 92 გოლი გაიტანა. იგი ზედიზედ სამი სეზონის განმავლობაში პორტუგალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.