ქართველმა ჩოგბურთელმა თინათინ ყავლაშვილმა თელავში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში გააღწია.
“უაილდ ქარდის” მქონე ყავლაშვილმა კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – ფრანგ ჟული რაზაფინდრანალის 4:6, 6:2, 7:5 სძლია, მომდევნო რაუნდში კი ამინატ კუშკოვას გაეჯიბრება. მე-4 ნომრად განთესილმა რუსმა სლოვენიელ პია ჩუკას 2:6, 7:6 (7:2), 6:1 სძლია.
შეგახსენებთ, რომ მერფვედფინალშია გასული მე-2 რეიტინგის მქონე მარიამ ბოლქვაძეც, რომელსაც ჭიდილი უნგრელ საბინა შლავიკოვიჩს ეთამაშება.