კალათბურთი

13:44 | 1.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბერძენთა მოსამზადებელი გეგმა

2015 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა მეტოქე საბერძნეთმა მომავალი ტურნირისთვის მოსამზადებელი გეგმა შეიმუშავა, რომელიც 10 საკონტროლო მატჩს მოიცავს.

ბერძენთა მთავარი მწვრთნელი ფოტის კაციკარისი გაფართოებულ შემადგენლობას 24 ივლისს დაასახელებს, მზადების პირველი ეტაპი კი სტარტს 31 ივლისს აიღებს. გუნდი დედაქალაქ ათენში შეიკრიბება, 8 აგვისტოს კი ანტვერპენს მიაშურებს და პირველ სპარინგ-შეხვედრას მასპინძელ ბელგიასთან ჩააატარებს.

საბერძნეთის მორიგი ნავსაყუდელი სტამბოლი იქნება, სადაც 14 აგვისტოდან ოთხთა ტურნირი გახლავთ დაგეგმილი. ბერძნების და თურქების გარდა, მონაწილეები ბოსნია-ჰერცეგოვინა და ტუნისი იქნებიან.

სტამბოლიდან კაციკარისის ბიჭები სამშობლოში დაბრუნდებიან და 21-23 აგვისტოს ქსანთიში რუსეთს, ჩეხეთს და იმავე ბოსნია-ჰერცეგოვინას გაეჯიბრებიან.

ცხადია, წელსაც ჩატარდება ბერნებისთვის ტრადიციული აკროპოლისისი თასიც. 27-29 აგვისტოს, მასპინძლებს მეტოქეობას ამჯერად ლიტვა, თურქეთი და ჰოლანდია გაუწევენ, რომელიც მომავალ ევრობასკეტზე ქართველთა კიდევ ერთი მეტოქეა.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფის მატჩებს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ჩატარდება. ხუთეულში ერთად მოხვდნენ საქართველო, საბერძნეთი, ხორვატია, სლოვენია და ჰოლანდია. პლეი-ოფში ჯგუფის 4 საუკეთესო ნაკრები ითამაშებს.

0.14523