ფეხბურთი

10:57 | 1.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

მესი საუკეთესოდ აღიარეს

გამთენიისას “კოპა ამერიკის” ნახევარფინალში არგენტინამ პარაგვაი 6:1 გაანადგურა. მატჩში ლიონელ მესიმ სამი საგოლე გადაცემა გააკეთა და გუნდის ყველა შეტევა არგენტინელი ვირტუოზით იწყებოდა. “კოპა ამერიკის” ოფიცილური ვებგვერდის ცნობით, არგენტინა – პარაგვაის (6:1) მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დაასახელეს.

“კოპა ამერიკის” ფინალური შეხვედრა 5 ივლისს თბილისის დროით 00:00 საათზე გაიმართება, სადაც მასპინძელი ჩილე არგენტინას დაუპირისპირდება.

0.131485