ფეხბურთი

10:38 | 1.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

„დილა“ თურქეთში პირველ სპარინგს დღეს გამართავს

თურქულ შეკრებაზე მყოფი საქართველოს ჩემპიონი გორის „დილა“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას გეგმის მიხედვით განაგრძობს.

დღეს, 1 ივლისს გორელები უკრაინული ლუცკის „ვოლინის“ წინააღმდეგ პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავენ. „დილას“ პრესამსახურის ცნობით, თამაში თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

„ვოლინი“ 1960 წელს დაარსდა, თუმცა რაიმე მნიშვნელოვანი წარმატებისთვის გუნდს არ მიუღწევია. ლუცკელებმა უკრაინის 14-გუნდიან პრემიერლიგაში გასული სეზონი მე-9 პოზიციაზე დაასრულეს.

„დილასა“ და „ვოლინის“ შეხვედრის ტექსტური რეპორტაჟი ქართული კლუბის ვებგვერდზე იგეგმება.

თეგებიგორის დილა
0.11868