ჩოგბურთი

2:02 | 1.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველმა გამარჯვებით დაიწყო

თურქეთის ქალაქ სტამბულში სტარტი აიღო კიდევ ერთმა 10-ათასიანმა ტურნირმა, რომელშიც საქართველოს ღირსებას ალექსანდრე მეტრეველი იცავს.

პირველ წრეში მან ბოლივიელი ფედერიკო ზებალიოსი 6:2, 6:3 დაამარცხა და მერვედფინალში გააღწია, სადაც პირველ ნომრად განთესილ ფრანგ იანიკ იანკოვიცსა და ყაზახ ტიმურ ხაბიბულინს შორის უმჯობესს შეხვდება.

წყვილებში მეტრეველმა და ხსენებულმა ხაბიბულინმა “უაილდ ქარდის” მქონე თურქები – ადანალი და დურმუსი 6:3, 6:3 დაამარცხეს და მეოთხედფინალში იმავე იანკოვიცს და კიდევ ერთ ფრანგ ნისს ეთამაშებიან.

0.583626