საქართველოს იუნიორ მოჭადრაკეთა ნაკრები მოსკოვში დვორკოვიჩის თასის გათამაშებას კარგა ხანს ლიდერობდა, თუმცა, დასკვნით ორ ტურში მარცხი განიცადა და პირველი პოზიცია მეოთხეზე გაცვალა.
ქართულმა გუნდმა გიორგი სიბაშვილის (2388), ნინო ხომერიკის (2244), ნოე თუთისანის (2300) და ნიკა ღვამბერიას შემადგენლობით, რუსეთთან 1.5:2.5 წააგო, ბოლო ტურში კი ამავე ანგარიშით ჩინეთთან დამარცხდა.
შედეგად, ქართველ მოჭადრაკეებს 9 ქულა შერჩათ დ როგორც აღვნიშნეთ, მე-4 ადგილი დაიკავეს. ჩემპიონობა 12 ქულით დვორკოვიჩის კლუბს ერგო, 11 ქულა მოაგროვა ჩინეთმა, მესამე კი რუსეთი იყო 10 ქულით.