ფეხბურთი

21:30 | 30.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

გურია შეკრებას თბილისში იწყებს

საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთის “გურია” 1 ივლისს თენგიზ სულაქველიძის აკადემიის ბაზაზე შეიკრიბება, სადაც მოსამზადებელი ეტაპის საწყის ერთკვირიან პერიოდს გაივლის. 7 ივლისიდან კი “გურიას” ფეხბურთელები გრიგოლეთის ბაზაზე გააგრძელებენ მომზადებას.

სავარაუდოდ, “გურიას” შემადგენლობაში “დინამო თბილისის” ყოფილი მეკარე ნიკა დაუშვილი და ფოთის “კოლხეთის” ყოფილი შემტევი შოთა ჯიქია ითამაშებენ. გურულები მარტვილის “მერანიდან” ციცხვაიასა და მელიავას დაიმატებენ.

შეგახსენებთ, “გურია” ლევან ინგოროყვამ და გიგა ჭეიშვილმა დატოვეს, რომლებიც “შუქურასთვის” ითამაშებენ, გიორგი მჭედლიშვილი, ჯემა გოგიაშვილი და გაბრიელ თებიძე კი “სამტრედიაში” გადავიდნენ.

ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობის ქვეშ ლანჩხუთის “გურიას” დუბლშემადგენლობის 10 ფეხბურთელი ივარჯიშებს, რომლებიც შეეცდებიან ძირითად გუნდში თავის დამკვიდრებას.

“გურიას” რეზერვისტებმა გასული სეზონის დუბლშემადგენლობის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავეს.

0.141667