ნუკრი რევიშვილმა რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის კლუბ სარანსკის “მორდოვიასთან” ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ სარანსკელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მეკარე სარანსკულ კლუბში 33-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
გასულ სეზონში, 28 წლის გოლკიპერი რუსეთის პირველი დივიზიონის “ტოსნოში” გამოდიოდა, სადაც 21 მატჩი ჩაატარა.