ფეხბურთი

17:05 | 30.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ძალამიძე ევროპა ლიგაში სათამაშოდ მზადაა

ბიალისტოკის “იაგიელონიას” შემტევი ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე, რომელსაც ტრავმის გამო კვირაზე მეტი გაუცდა, უეფას ევროპა ლიგის პირველ ეტაპზე სტუმრად ლიტვის “კრუოიასთან” სათამაშოდ მზადააა.

“კვირაზე მეტ ხანს დავისვენე. მოსამზადებელ ეტაპზე ამხანაგურ მატჩებში არ მითამაშია, რადგან კუნთი ჯერ კიდევ მაწუხებდა. ახლა უკეთესად ვარ. გუნდთან ერთად ვვარჯიშობ და ოთხშაბათს სათამაშოდ ვემზადები. გუნდიდან რამდენიმე მოთამაშე წავიდა, მაგრამ დიდი ცვლილებები არ ყოფილა. ყოველ თამაშში ვიბრძოლებთ.

იოლი თამაში არ გველის. მეტოქის თამაში გავაანალიზეთ და მომავალი შეხვედრისთვის ჩვენი გეგმა გვაქვს. ვვარჯიშობთ და ვემზადებით. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შემდეგ რაუნდში გავიდეთ”, – იუწყება ძალამიძის სიტყვებს ინტერნეტპორტალი bialystok.sport.pl.

“იაგიელონიასა” და “კრუოას” შორის გამარჯვებული, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის “დინამოსა” და კვიპროსის “ომონიას” შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ძალამიძეს სურს, რომ შემდეგ ეტაპზე ბათუმელებს დაუპირისპირდეს:

“ცუდი არ იქნება, რომ საქართველოში გავემგზავრო, მაგრამ ჯერ პირველ ტურზე და ლიტვურ გუნდთან თამაშზე ვფიქრობთ”.

0.120293