კალათბურთი

17:01 | 30.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ბალტიისპირულ შეკრებაზე გაემგზავრა

საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებაზე ბალტიისპირეთში მიემგზავრება. გია კაზანჯიანის გაწვრთნილი გუნდი ლატვიასა და ესტონეთში ჯამში 5 ამხანაგურ მატჩს გამართავს.

საქართველოს ნაკრები თავდაპირველად ლატვიაში ჩავა, სადაც ამ ქვეყნის ნაკრებთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ლატვიაშივე ქართველები რუსეთის 18-წლამდელთა ნაკრებთან ითამაშებენ, რის შემდეგაც ესტონეთში გადავა და ადგილობრივ ნაკრებთან ორ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრები სამშობლოში 10 ივლისს დაბრუნდება, სადაც ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონისთვის მზადებას განაგრძობს.

კაზანჯიანის გუნდი ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ავტსრიის ქალაქ ობერვარტში 23 ივლისიდან 2 აგვისტომდე იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრები საუკეთესო სამეულში მოსახვედრად იბრძოლებს, რათა A დივიზიონის საგზური მოიპოვოს. ავსტრიაში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჯგუფში იქნებიან: პორტუგალია, შოტლანდია, რუმინეთი, შვედეთი და სლოვაკეთი.

ლატვიაში გამგზავრებამდე 18 წლამდელებმა საკალათბურთო აკადემიაში სპარინგ მატჩი გამართეს 16-წლამდელებთან.

უკანახაზელები: დავით აფხაზავა, გიორგი გვიანიძე, ნიკა ლეონიძე (ყველა – აკადემია), ზურაბ კერესელიძე (ბრნო, ჩეხეთი), ლევან გოგალაძე (ფრანჩავილა, იტალია)

ფორვარდები: გიორგი ცხოვრებოვი (აკადემია), ლუკა ბულაშვილი (ჩBA, ესპანეთი), დავით ლომიძე (არენა), ლევან ბაბილოძე (მონფერატო, იტალია), გიორგი გოგუა (ტორბელინო, იტალია), გიორგი ცირეკიძე (რიმინი, იტალია)

ცენტრები: გიორგი თვალაბეიშვილი (სევილია, ესპანეთი), ლადო ფურცხვანიძე (ქუთაისი), ვილი ისიანი (გრან კანარია, ესპანეთი)

www.gbf.ge

0.233871