ჭადრაკი

15:51 | 30.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქობალიას რუსეთის ჩემპიონობის შანსი აქვს

დასასრულს მიუახლოვდა რუსეთის ეროვნული ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის, რომელშიც 57 სპორტსმენი მონაწილეობს. მათ შორისაა მოსკოვში მცხოვრები ქართველი მოჭადრაკე მიხეილ ქობალიაა.

ასპარეზობის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, 5.5 ქულით ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს ალექსანდრ მოტულევი, რომელსაც მოჭადრაკეთა დიდი ჯგუფი ნახევარი ქულით ჩამორჩება. ერთ-ერთი მათგანია ქობალია, რომელსაც კარგი შანსი აქვს რუსეთის ჩემპიონობა მოიპოვოს.

ბოლოსწინა, მერვე ტურში ქობალიას მეტოქე ასევე 5 ქულის მქონე ვლადისლავ არტემიევი იქნება, ხოლო მოტულევი უშუალო მდევართაგან ერთ-ერთს დანილ დუბოვს ეთამაშება.

შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის ეროვნულ ჩემპიონატს გრანდებიდან არცერთი მოჭადრაკის ინტერესი არ გამოუწვევია, რადგან ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ვლადიმირ მაკაროვის კოეფიციენტი 2699-ს შეადგენს. ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ალექსანდრ შენეაკინის ქულა კი 2264-ია.

0.130133