ჭადრაკი

15:25 | 30.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ინწკირველის მემორიალს ჭადრაკის სასახლემ უმასპინძლა

დასრულდა ცნობილი ქართველი საჭადრაკო მწვრთნელის შოთა ინწკირველის მემორიალი 7 და 9 წლამდე მოჭადრაკე გოგონებსა და ვაჟებს შორის, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონისა და მრავალი საჭადრაკო ოლიმპიადების გამარჯვებული ქ-ნი ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლემ უმასპინძლა.

განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა ტურნირი 7-წლამდელთა შორის, სადაც პირველი ადგილის მფოლობელის ვინაობა თანაბარი ქულების შემდეგ უკეთესი კოეფიციენტის მქონე მარიამ გვათუამ და საბა სეფიშვილმა მოიპოვეს.

გთავაზობთ პრიზიორთა ვინაობას

7-წლამდე

გოგონები

I მარიამ გვათუა 6 ქულა

II ნინო ესაიაშვილი 6

III ნინი ქურდაძე 5.5

ბიჭები

I საბა სეფიშვილი 6

II კახაბერ კიზირია 6

III ნიკოლოზ გაგუა 5.5

9-წლამდე

გოგონები

I მარიამ დოლაკიძე 5.5

II ანა მამარდაშვილი 5

III მარიამ გაბელაია 5

ბიჭები

I ლუკა ფირცხალავა 6.5

II საბა ახალაია 6

III ალბერტ პანიანი 5.5

0.123121