ფეხბურთი

15:12 | 30.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

რეზო არველაძე: “თუ ვინმე ხელს უშლის ბილეთების გაყიდვას, სამართალდამცავებმა გამოავლინონ”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის რეზო არველაძის აზრით, უეფას ევროპის სუპერთასის ბილეთები biletebi.ge-ზე ძალიან ნელი ტემპით იყიდება.

რეზო არველაძე: “ბოლო ინფორმაციით, რომელიც საათის წინ გვქონდა, გაყიდული 1 220 ბილეთი იყო. ფაქტია, რომ ბილეთები იმ სისწრაფით არ იყიდება, რისი მოლოდინიც არსებობდა. ზოგი პრობლემად ასახელებს, რომ ბილეთების შეძენა მხოლოდ ერთი ბანკის ბარათით შეიძლება. ბილეთების შეძენა შეიძლება ყველა ბანკის, mastercard ან visa ბარათებით. მეორე პრობლემა ისაა, რომ შეიძლება ბილეთების გაყიდვას ვინმე ხელს ძალით უშლის. ამ თამაშის მაღალ დონეზე ჩატარება არ არის მხოლოდ biletebi.ge-ს ან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესტიჟი, ეს მთელი ქვეყნის პრესტიჟია. მოვუწოდებ სამართალდამცავებს, რომ თუ ვინმე ბილეთების გაყიდვის პროცესს ხელს ძალით უშლის, გამოავლინონ. მოლოდინი იყო, რომ ერთი დღე ბილეთების გასაყიდად საკმარისი აღმოჩნდებოდა. ფაქტია, რომ ბილეთები იმ სისწრაფით არ იყიდება. ჩემი აზრით, ძალიან ნელა იყიდება”.

0.118021