ფეხბურთი

14:19 | 30.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალისტთა მარცხი და ფრე უზბეკებთან

საქართველოს ფუტსალისტთა ეროვნულმა გუნდმა, რომელსაც ლევან გრიგოლია წვრთნის, 26 და 27 ივნისს ტაშკენტში უზბეკეთის ნაკრებთან ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა.

26 მაისს, გრიგოლიას გაწვრთნილები 0:3 დამარცხდნენ, ხოლო 27 ივნისს მატჩი 3:3 დასრულდა. ქართველებიდან გოლები გია ნიკვაშვილმა, დავით ბობოხიძემ და ვახტანგ ჯვარაშვილმა გაიტანეს.

საქართველოს ნაკრები უზბეკეთის შემადგენლობაში ასეთი შემადგენლობით იმყოფებოდა:

მეკარეები: ა. ჯამბურია (“ნეფთჩი”, აზერბაიჯანი), დ.კეფაშვილი (“თელასი”), თ.ბუკია (“ეკოლი”, აზერბაიჯანი).

მოედნის მოთამაშეები: მ.კაკაბაძე, ლ.სიგუნავა (თსუ), შ.თოფურია (თელასი), შ.ჭანუყვაძე, ზ.ლუკავა (ორივე “ნეფთჩი”, აზერბაიჯანი), კ.მაისაია, გ.ტიკურიშვილი, დ.ბობოხიძე (ყველა “ეკოლი”, აზერბაიჯანი), გ.ნიკვაშვილი (სეუ), ვ.ჯვარაშვილი (“პრო”, ბულგარეთი ), გ.სილაგავა (“არმაზი”), ლ.კობაიძე (“ალკგრიგი”, სომხეთი).

თეგებიფუტსალი
0.148099