ფეხბურთი

13:15 | 30.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დორტმუნდმა” მეკარე გაასხვისა

გერმანულმა “დორტმუნდმა” მეკარე მეშელ ლანგერაკი “შტუტგარტში” გაასხვისა. ეს ინფორმაცია “შვაბების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა. ლანგერაკი “შტუტგარტის” რიგებში 2018 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.

26 წლის ავსტრალიელი კიპერი “ბორუსიაში” 2010 წლიდან მოყოლებული ასპარეზობდა და აქამდე რომან ვაიდენფელერის დუბლიორად ითვლებოდა. გასულ სეზონში მან ბუნდესლიგაში 9 შეხვედრა ჩაატარა.

0.116214