ფეხბურთი

11:24 | 30.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ყაზბეგ ტუაევი: “ეს ის თბილისის “დინამო” არაა”

ვეტერანმა აზერბაიჯანელმა ფეხბურთელმა ყაზბეგ ტუაევმა, რომელიც ამჟამად ხსენებული ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრია, ინტერნეტპორტალ azerisport.com-თან საუბარში განაცხადა, რომ თბილისის “დინამო” ის აღარაა, რომელიც მას ახსოვს.

- თბილისის “დინამო” შიშს არ იწვევს?

- ამ კლუბში ახალგაზრდა და პერსპექტიული ბიჭები თამაშობენ. მათ საქართველოს ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავეს. ქართველების მომზადების სისტემა ჩვენსასგან განსხვავდება. ისინი ახალგაზრდა ფეხბურთელებს ამზადებენ და მერე მათ ყიდიან.

- ე.ი. “გაბალა” ვალდებულია “დინამო” გაიაროს?

- დიახ. ეს ის თბილისის “დინამო” არაა, რომელიც ჩვენ გვახსოვს. იმ გუნდს დიადი დრო ჰქონდა. ამჟამინდელი გუნდი სულ სხვა კლასისაა.

- ხომ არ გეჩვენებათ, რომ აზერბაიჯანული კლუბები ნელ-ნელა ქართულ სისტემაზე გადადიან? აზალ-მა უკვე გამოაცხადა, რომ ადგილობრივ ფეხბურთელებს დაეყრდნობა...

- ეს კარგია. ამას მთელი სულითა და გულით მივესალმები.

- იქნებ ეს უბრალოდ კლუბებისთვის ბიუჯეტის შემცირების მიზეზია?

- ჩემთვის რთული განსჯა, რადგან საქმის ვითარება არ ვიცი. თუმცა, კლუბები თუ აქცენტს ახალგაზრდებზე გააკეთებენ, ძალიან კარგი იქნება. ეს თავის შედეგს მოიტანს. ახალგაზრდა ფეხბურთელები მეტ სათამაშო პრაქტიკას მიიღებენ.

0.11399