ფეხბურთი

11:09 | 30.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

მონტოია “ინტერის” ფეხბურთელია

კატალონიის “ბარსელონას” მცველი მარტინ მონტოია ახალი სეზონიდან მილანის “ინტერის” ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა “მარკა” წერს. მონტოია “ნერაძურის” 2 წლიანი იჯარის წესით შეუერთდება, რომელიც იტალიურ გრანდს 1.5 მილიონი ევრო დაუჯდა. მის გამოსასყიდად კი “ინტერნაციონალეს” 8 მილიონი ევროს გაღება მოუწევს.

24 წლის მარტინ მონტოია “ბარსელონას” საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 2010 წლიდან მოყოლებული ირიცხება. გასულ სეზონში მან ლა ლიგაში მხოლოდ 8 თამაშის ჩატარება მოახერხა.

0.112648