ჩოგბურთი

19:52 | 29.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა კოლშრაიბერის ბარიერი დაძლია (+VIDEO)

პლანეტის ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა უიმბლდონის პირველ წრეში გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერი 6:4, 6:4, 6:4 დაამარცხა.

შეხვედრა ორ საათსა და 5 წუთს გაგრძელდა. ნოვაკმა 12 ეისი ჩააწოდა, ერთი ორმაგი შეცდომა დაუშვა და 5 ბრეიკი შეასრულა. კოლშრაიბერმა 6 ეისი ჩააწოდა, 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა და 2 ბრეიკი გააკეთა. ნოლემ 103 ქულა მოიგო, ხოლო გერმანელმა – 84.

ჯოკოვიჩის მომდევნო მეტოქე ნიემიენენ-ჰიუიტის წყვილში გამარჯვებული იქნება.

ჯოკოვიჩი – კოლშრაიბერის მატჩის მნიშვნელოვანი მომენტები:

https://www.youtube.com/watch?v=ZrIyu_b853s

0.116632