ჩოგბურთი

19:25 | 29.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი: “ბალახის კორტზე თავს კომფორტულად ვგრძნობ”

უიმბლდონის ტურნირის დაწყებასთან დაკავშირებით ესპანელმა რაფაელ ნადალმა Le Figaro-სთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბალახის საფარზე თავს კარგად გრძნობს.

“შტუტგარტის” ტურნირის მოგება ძალიან მნიშვნელოვნია, რადგანაც ბალახის საფარზე ტარდება. მართალია, შემდეგ ლონდონში დოლგოპოლოვთან დავმარცხდი, მაგრამ ყველაფერი ხდება. ორივე ტურნირმა მაჩვენა, რომ ბალახის საფარზე შემიძლია კარგად ვითამაშო. ბალახის კორტებზე თავს კარგად ვგრძნობ და უიმბლდონზე გამარჯვებისთვის ვიბრძოლებ”, - განაცხადა რაფაელ ნადალმა.

რაფაელ ნადალი უიმბლდონის პირველ წრეში ბრაზილიელ ტომაზო ბელუჩის 30 ივნისს დაუპირისპირდება.

0.121241