რიგის “სკონტოს” მთავარმა მწვრთნელმა თამაზ პერტიამ განაცხადა, რომ ნახევარმცველ ირაკლი კლიმიაშვილისთვის ლატვიური კლუბის მიერ შეთავაზებული ფინანსური პირობები მიუღებელი აღმოჩნდა და ამიტომ არ დაბრუნდა.
“ირაკლის ფინანსურ პირობებზე ვერ მოველაპარაკეთ. ის ჩამოყალიბებული ფეხბურთელია და სამწუხაროდ, ჩვენი წინადადება არ მიიღო” _ იუწყება პერტიას სიტყვებს ინტერნეტპორტალი სპორტაცენტრს.ცომ-ი.
კლიმიაშვილი “სკონტოში” 2013 და 2014 წლებში თამაშობდა, ხოლო მიმდინარე წლის ზამთარში ქუთაისის “ტორპედოში” დაბრუნდა.
გარდა ამისა, პერტიამ აღნიშნა, რომ ახალგაზრდა მცველ ლევან მახარაძეს აქილევსის მყესი გაუწყდა და ოპერაცია გაიკეთა. ის “სკონტოს” 3 თვე ვერ დაეხმარება.