ჩეხეთის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის “ჩელსის” აწ უკვე ყოფილი მეკარე პეტერ ჩეხი ამიერიდან მეორე ლონდონური გუნდის “არსენალის” ღირსებას დაიცავს. აღნიშნული ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა. ჩეხი “მეთოფეებში” კვირაში 100 ათას გირვანქა სტერლინგს მიიღებს, ხოლო მისი გამოსყიდვა არსენ ვენგერის გუნდს 11 მილიონი ფუნტი დაუჯდა.
33 წლის პეტერ ჩეხი “ჩელსის” რიგებში ბოლო 11 სეზონი თამაშობდა და გუნდის ძირითადი მეკარე იყო, თუმცა გასულ სეზონში მას ადგილი ძირითად შემადგენლობაში ბელგიელმა ტიბო კურტუამ წაართვა, რის გამოც პრემიერლიგაში მხოლოდ 7-ჯერ ითამაშა.