ბაქოს “ინტერმა” უეფას ევროპა ლიგაზე განაცხადში ოთხი ქართველი ფეხბურთელი შეიყვანა.
აზერბაიჯანული კლუბის შემადგენლობაში ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირში მეკარე გიორგი ლომაია, მცველები ლაშა კასრაძე და ზურა ხიზანიშვილი, ასევე, ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი ითამაშებენ.
ლომაია “ინტერში” გასულ სეზონშიც გამოდიოდა, ხოლო დანარჩენი სამი ლეგიონერი ბაქოელებს ზაფხულში დაემატა.
ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაურ სვანაძის შეგირდები ალბანეთის “ლაჩის” დაუპირისპირდებიან.