ფეხბურთი

17:56 | 29.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” ბონუჩის დასტრიალებს, “იუვე” ახალ კონტრაქტს

მადრიდის “რეალი” ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების მცველ ლეონარდო ბონუჩის ტრანსფერს სერიოზულად განიხილავს. იტალიური გამოცემა “ტუტოსპორტის ინფორმაციით, მადრიდში 28 წლის მცველი სერხიო რამოსის შემცვლელად ესახებათ, რომელიც გუნდის დატოვებას ეშურება. ფლორენტინო პერესი მზადაა ბონუჩის სანაცვლოდ “იუვეს” 30 მილიონი ევრო გადაუხადოს, ხოლო თავად ფეხბურთელს წლიური გასამრჯელოს სახით 4 მილიონი ევრო მისცეს.

თავის მხრივ, “იუვენტუსს” დაცვის ხაზის ლიდერი არ ეთმობა. ბონუჩისთან “ბებერი ქალბატონი” 2019 წლის ზაფხულამდე კონტრაქტის გახანგრძლივებას ეშურება. მიმდინარე ხელშეკრულება კი ძალაში 2017 წლის ზაფხულამდეა.

გასულ სეზონში ბონუჩიმ ყველა ტურნირზე ჯამში 52 შეხვედრა ითამაშა და 4 გოლი გაიტანა.

0.114882