ჩილეს ეროვნული ნაკრებისა და გერმანული “მაინცის” მცველი გონსალო ხარა მიმდინარე კოპა ამერიკის გათამაშეზე ვეღარ ითამაშებს. 29 წლის ფეხბურთელი სადისციპლინო კომიტეტმა 3 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი თავის ნაკრებს ნახევარფინალში პერუსთან და შემდეგ ფინალში ანაც მესამე ადგილის შეხვედრებშიც დააკლდება.
გონსალო ხარამ მეოთხედფინალში ურუგვაელი ედინსონ კავანის მიმართ უხამსი საქციელი გამოავლინა, შემდგომ კი სიმულაციასაც მიმართა და მატჩის მთავარ მსაჯს მოედნიდან მეტოქე თავდამსხმელი გააძევებინა.