ჩეხეთის “სლავიამ”, რომელშიც ლევან ყენია გამოდის, ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში ამხანაგური მატჩი ბრატისლავას “სლოვანთან” ჩაატარა და 1:4 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტოში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს.
ესტონეთის საფეხბურთო მეისტრილიგის მე-16 ტურში, ტალინის “ფლორამ”, სადაც ზაქარია ბეგლარიშვილი ასპარეზობს, გასვლაზე სილამაეს “კალევს” 2:1 მოუგო.
ქართველი შემტევი ნახევარმცველი თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია, რაც იშვიათი შემთხვევაა. “ფლორა” 34 ქულით 10 გუნდში მეორეა.