ფეხბურთი

12:22 | 29.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

პერტიას ფრე, დაუშვილის გამარჯვება

ლატვიის საფეხბურთო ვირშლიგის მე-12 ტურში, რიგის “სკონტომ”, რომელსაც თამაზ პერტია წვრთნის, თავის მოედანზე მოქმედ ჩემპიონ “ვენტსპილს” ვერ მოუგო – 1:1.

წარმოშობით ქართველი, მაგრამ უკრაინის მოქალაქე ლევან მახარაძე რიგელთა 18-კაციან შემადგენლობაში არ იყო. “სკონტო” 8-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.

სლოვენიაში შეკრებაზე მყოფმა ლვოვის “კარპატიმ”, რომელშიც ბუბა დაუშვილი გამოდის, ამხანაგურ შეხვედრაში ადგილობრივ “კრშკოს” 2:1 აჯობა. საქართველოს ეროვნული ნაკრების საყრდენმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.

0.121373