უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ინფორმაციას დღეს გაავრცელებს. როგორც სფფ-ს პრესსამსახურის წარმომადგენელმა “მსოფლიო სპორტს” დაუდასტურა, ბილეთების რეალიზებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება და საზოგადოება ინფორმირებული იქნება.
biletebi.ge-ს პრესსამსახურმა ჯერჯერობით არ დააკონკრეტა, თუ რა წესით მოხდება ბილეთების რეალიზება ან რა გადაწყვეტილება მიიღო უეფამ, სფფ-ს მსგავსად მათაც დაგვიდასტურეს, რომ 29 ივნისს ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელი გახდება.