ჭადრაკი

23:43 | 28.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მოჭადრაკეები ლიდერობენ

რუსეთში მიმდინარე დვორკოვიჩის თასზე ლიდერობას განაგრძობს საქართველოს იუნიორ მოჭადრაკეთა ნაკრები, რომელსაც 5 ტურის თავზე 4 გამარჯვება და 1 ყაიმი გააჩნია.

ქართულმა ოთხეულმა გიორგი სიბაშვილის (2388), ნოე თუთისანის (2300), ნიკა ღვამბერიას (2133) და ნინო ხომერიკის (2244) შემადგენლობით, ინდოეთი (4:0), აზერბაიჯანი (3:1), სომხეთი (2.5:1.5) და ლატვია (4:0) დაამარცხა, ხოლო დვორკოვიჩის კლუბთან ყაიმი გააფორმა.

5 ტურის თავზე ქართველები 9 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებიან, შემდეგ კი დვორკოვიჩის კლუბი (8), ჩინეთი (7), რუსეთი (6), სომხეთი (4), აზერბაიჯანი (4), ინდოეთი (2), ლატვია (0) მოდიან.

დღეს, ტურნირზე დასვენება იყო გამოცხადებული, გასამართი კი 2 ტურის პარტიებია. 29 ივნისს საქართველოს ნაკრები რუსეთს ეთამაშება, 30-ში კი – ჩინეთს.

0.134773