ფეხბურთი

14:04 | 28.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” შვაინშტაიგერსა და შნეიდერლენს შორის ირჩევს

ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედი” ცენტრალური ნახევარმცველის ძიებაშია და მოლაპარაკებას მინიმუმ ორ კლუბთან აწარმოებს.

ცნობილია, რომ “მანჩესტერი” “საუთჰემპტონიდან” მორგან შნეიდერლენის შეძენასთან ძალიან ახლოსაა და The Telegraph-ის ინფორმაციით, “წმინდანები” “წითელ ეშმაკებს” აჩქარებენ, რათა ოფიციალური ხელმოწერა რაც შეიძლება სწრაფად შედგეს. 25 წლის ფრანგის სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

თუმცა, “იუნაიტედი” არ ჩქარობს, რადგან გუნდის მთავარ მწვრთნელ ლუი ვან გაალს მიუნხენის “ბაიერნიდან” ბასტიან შვაინშტაიგერის შეძენის იმედი აქვს. მოლაპარაკებების ტემპი მაღალი არაა, მაგრამ 30 წლის ფეხბურთელი ძალების ინგლისში მოსინჯვის წინააღმდეგი არაა. ამრიგად, სანამ “მანჩესტერი” არ გაარკვევს შეძლებს თუ ვერა შვაინშტაიგერის შეძენას, შნეიდერლენის ტრანსფერი ღიად დარჩება. აღსანიშნავია, რომ ფრანგზე პრეტენზიას “ტოტენჰემი” და “არსენალიც” აცხადებენ და შესაძლოა, “იუნაიტედი” სულაც მშრალზე დარჩეს.

0.11528