ფეხბურთი

20:33 | 27.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ემრე უგუნდოდ დარჩა

თურქეთის ერთ-ერთმა საუკეთესო კლუბმა სტამბულის "ფენერბახჩემ" გუნდის 34 წლის ნახევარმცველ ემრე ბელოზოღლუსთან თანამშრომლობა აღარ ისურვა. ვეტერან ფეხბურთელს "ფენერთან" მიმდინარე კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება, რომელიც აღარ გახანგრძლივდება და ემრეს ახალი გუნდის ძიება თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება. ამის შესახებ "ფენერბახჩეს" ვებგვერდი იუწყება.

34 წლის ემრე, რომელსაც თურქეთის ნაკრებში 94 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სტამბულურ გუნდში 2008 წლიდან მოყოლებული თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში კი მხოლოდ 6 თვით მადრიდის "ატლეტიკოშიც" მოასწრო გარჯა. მანამდე ემრე მილანის "ინტერისა" და "ნიუკასლ იუნაიტედის" შემადგენლობაშიც თამაშობდა.

0.140785