ფეხბურთი

16:45 | 27.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილმა “ოდენსეში” გაიტანა

ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში ვლადიმერ დვალიშვილმა დანიურ საფეხბურთო კლუბ “ოდენსეს” რიგებში პირველი გოლი გაიტანა.

“ოდენსემ” ამხანაგური მატჩი დანიის მე-4 ლიგის “მარსტალთან” ჩაატარა, რომელიც დაფუძნების 100 წლისთავს აღნიშნავდა.

“ოდენსემ” ორი ტაიმი განსხვავებული შემადგენლობებით ითამაშა. კენეტ ნილსენის გაწვრთნილებმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს, ხოლო მეორე ტაიმში საბოლოო ანგარიში დვალიშვილმა დააფიქსირა – 2:0.

29 წლის დვალიშვილი “ოდენსეში” შარშან ზაფხულში გადავიდა და 12 მატჩში მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო. მიუხედავად იმისა, რომ მას იშვიათად ათამაშებდნენ, სეზონის დასრულების შემდეგ კლუბი მაინც არ შეიცვალა.

0.133234