ლონდონის “ჩელსის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, “არისტოკრატებმა” 20 წლის ლუის ბეიკერი ჰოლანდიის ერედივიზიონის გუნდ არნემის “ვიტესში” ერთი წლით გაანათხოვრეს.
ვაკო ყაზაიშვილის და გურამ კაშიას გუნდი ევროპის ლიგის 2015/16 წლების სეზონის გათამაშებაში მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება და შემადგენლობის გაძლიერებაზე ზრუნავს. ლონდონელთა და არნემელთა თანამშრომლობა კი ცნობილი ფაქტია.
ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრების წევრმა გასული სეზონის ნახევარი იჯარის წესით “დონსში” გაატარა და გუნდს ჩემპიონშიფის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა. ლიგა ერთში ფეხბურთლმა 12 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.