ფეხბურთი

15:41 | 27.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ტერეკის” თავკაცი: “გრიგალაშვილი არცთუ ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს”

გროზნოს “ტერეკის” მთავარი მწვრთნელის რაშიდ რახიმოვის აზრით, სინჯებზე მყოფი თევდორე გრიგალაშვილი ცუდ შთაბეჭდილებას არ ტოვებს, მაგრამ მის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიუღია.

“გრიგალაშვილი და შიმპელსბერგერი არცთუ ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებენ, მაგრამ მათ თაობაზე ჯერ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ. ჯერ კიდევ შევხედავთ. სჩანს, რომ ორივე ცდილობს, მაგრამ ჯერ კიდევ დროა საჭირო ამა თუ იმ გადაწყვეტილების მისაღებად” – იუწყება რახიმოვის სიტყვებს “ტერეკის” ოფიციალური ვებგვერდი.

გრიგალაშვილი რუსეთის პრემიერლიგის გუნდის შემადგენლობაში შეკრებაზე ავსტრიაში იმყოფება და მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა. “ტერეკსა” და სლოვაკეთის ტრნავის “სპარტაკს” შორის ფრედ (0:0) დასრულებულ შეხვედრაში, 22 წლის ქართველმა მცველმა მეორე ტაიმი ჩაატარა.

0.132948