ფეხბურთი

15:16 | 27.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

შინჯი ოკაზაკი “ლესტერის” ფეხბურთელია

“ლესტერის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, იაპონიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე გერმანული “მაინცის” ყოფილმა თავდამსხმელმა შინჯი ოკაზაკიმ “მელიებთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ინგლისურ კლუბს არ დაუკონკრეტებია თუ რამდენი მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა ბუნდესლიგის გუნდს აზიელის სანაცვლოდ.

თავდამსხმელი “მაინცს” 2013 წელს “შტუტგარტიდან” შეუერთდა და ორი სეზონის განმავლობაში 70 მატჩში 29 გოლი გაიტანა. იაპონიის ნაკრების მაისურით შინჯიმ 92 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 43 გოლი და ეროვნული გუნდის ბომბარდირთა შორის მესამე ადგილზე იმყოფება.

0.135284