ნუკრი რევიშვილი რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგაში მოასპარეზე სარანსკის “მორდოვიასთან” კონტრაქტს სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ გააფორმებს. ამის შესახებ “მორდოვიას” დირექტორმა ვლადიმირ ბიბიკოვმა ინტერნეტპორტალ rsport.ru-სთან ისაუბრა.
“რევიშვილთან კონტრაქტის გაფორმებას სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ვაპირებთ” – თქვა ბიბიკოვმა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე “მორდოვიასთან” ერთად შეკრებაზე სერბეთშია. მან სარანსკელთა რიგებში ამხანაგური მატჩი ადგილობრივ “იაგოდინასთან” ჩაატარა, რომელიც რუსებმა 4:0 მოიგეს. რევიშვილმა პირველი ტაიმი ითამაშა.