თურქეთში შეკრებაზე მყოფ საფეხბურთო კლუბ გორის “დილას” შემადგენლობაში 22 წლის ცენტრალურმა მცველმა ალბერტ ცხოვრებოვმა ივარჯიშა.
ცხოვრებოვი რუსეთის მოქალაქეა და კარიერას ვლადიკავკაზის “ალანიაში” იწყებდა. გასული სეზონი მან რუსეთის პირველი დივიზიონის “ტოსნოში” გაატარა, სადაც 8 მატჩი ჩაატარა.
26 ივნისს “დილამ”, რომელიც ანთალიასთან ახლოსაა დაბინავებული, მსუბუქად ივარჯიშა. 27 ივნისიდან გუნდი ორჯერად წვრთნაზე გადავა.
“დილა” თურქეთში შეკრებაზე ასეთი შემადგენლობითაა:
მარიამიძე, მუჯრიშვილი, ქარქუზაშვილი, კვირკველია, ბაგაევი, კვახაძე, ღონღაძე, ხურცილავა, დუდუჩავა, ლომიძე, სამხარაძე, ფალავანდიშვილი, რაზმაძე, წიქარიძე, გვალია, ახალკაცი, ძარია, კვირკვია, გორელიშვილი, ერისთავი, ილურიძე, მარცვალაძე, მოდებაძე, მაშუკოვი.
“დილა” თურქეთში 14 ივლისამდე დარჩება, ხოლო შემდეგ ბელგრადში გაემგზავრება, სადაც 15 ივლისს უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ადგილობრივ “პარტიზანს” დაუპირისპირდება.