ჩილეს ეროვნული ნაკრების მცველი გონსალო ხარა გერმანიის ბუნდესლიგის ბინადარმა "მაინცმა" შესაძლოა, ტრანსფერზე დააყენოს. აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. ამის მიზეზი კი ხარას საქციელია კოპა ამერიკის მეოთხედფინალური მატჩში, როცა ურუგვაელ ედინსონ კავანის მიმართ უხამსი ჟესტი განახორციელა, შემდეგ სიმულაციას მიმართა და მსაჯს მოედნიდან მეტოქე ფორვარდი გააძევებინა.
"გონსალო ხარას შემთხვევაში თუ შემოთავაზება გვექნება, მას შეუძლია გუნდი დატოვოს", - განუცხადა "ბილდს" "მაინცის" სპორტულმა დირექტორმა ჰეიდელმა.
29 წლის გონსალო ხარა "მაინცში" ერთი წლის წინ ჩაირიცხა და ბუნდესლიგაში გასულ სეზონში 17 მატჩი ჩაატარა