ფეხბურთი

21:25 | 26.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

სისოკო ჩინეთში ითამაშებს

გამოცდილი ნახევარმცველი მოჰამედ სისოკო ჩინური “შანხაი შენხუას” ღირსებას დაიცავს. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურ დონეზე დადასტურდა.

30 წლის ფეხბურთელი გასულ სეზონში “ლევანტეში” თამაშობდა (21 მატჩი), თუმცა ესპანურ კლუბში დარჩენას, სარფიანი აზიური წინადადება არჩია. ხელშეკრულების დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.

კარიერის განმალობაში სისოკო ისეთი კლუბების ღირსებას იცავდა, როგორებიც არიან: “ოსერი”, “ვალენსია”, “ლივერპული”, “იუვენტუსი”, “პარის სენ-ჟერმენი” და “ფიორენტინა”.

სისოკოს ახალ კლუბში კიდევ ერთი ცნობილი მოთამაშე დახვდება – 35 წლის ავსტრალიელი ფორვარდი ტიმ კეჰილი.

0.12571