საფეხბურთო კლუბ "საბურთალოსა" და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მცველი ჯიმი ტაბიძე კარიერას ბელგიის ჩემპიონ "გენტში" გააგრძელებს. აღნიშნულ ტრანსფერთან დაკავშირებით "საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა კლუბის ვებგვერდთან ისაუბრა. მისი თქმით, ტაბიძის შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია და ფეხბურთელი ბელგიურ გუნდში დამკვიდრებას შეძლებს.
"მჯერა ჯიმი გაამართლებს იმედს და "გენტში" ადგილს დაიმკვიდრებს. მას ზურგს ევროპული გამოცდილება უმაგრებს. სანაკრებო თამაშები, გარდა ამისა, კვალიფიკაციის ასამაღლებლად იმყოფებოდა "ლივერპულში", მადრიდის "რეალში", კიევის "დინამოში" და დიუსელდორფის "ფორტუნაში", სადაც თავი კარგად წარმოაჩინა. ამხელა შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია და მიხარია, რომ "გენტმა" არჩევანი მასზე შეაჩერა", - ამბობს ჭიაბრიშვილი "საბურთალოს ვებგვერდთან საუბრისას.
ტაბიძემ ბელგიის მოქმედ ჩემპიონ გუნდში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გუშინ გაიარა.