ჩოგბურთი

15:26 | 26.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ფაკუნდო ბაგნისს დაუპირისპირდება

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის 2015 წლის გათამაშების ძირითად ბადეში გავიდა და ლონდონში გამართულ კენჭისყრის შედეგად მისი პირველი მეტოქე არგენტინელი ფაკუნდო ბაგნისი იქნება. შეხვედრა 29 ივნისს გაიმართება.

სამხრეთამერიკელი და ქართველი აქამდე ერთმანეთს არასდროს დაპირისპირებიან. 25 წლის არგენტინელი რეიტინგში 137-ე ადგილზე იმყოფება, ხოლო ბასილაშვილი 153-ზე. ორივე ჩოგბურთელი ძირითად ბადეში კარიერის განმავლობაში პირველად გავიდნენ.

იმ შემთხვევაში თუ ნიკოლოზი პირველ რაუნდს ფაკუნდოს ძლევით გადალახავს, მომდევნო წრეში მეთხუთმეტე ნომრად განთესილ ფელიციანო ლოპესსა და სტივ დარსის შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

0.116769