ფეხბურთი

14:40 | 26.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

არც "დილა", არც "შერიფი" - სამაგიეროდ, "მორდოვია"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი თითქოს სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყო და გორის "დილაში" ჩარიცხულიყო, თუმცა 28 წლის მეკარემ მოლდოვურ "შერიფში" წასვლა ამჯობინა. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ ნუკრის "შერიფის" ვარიანტიც ჩაეშალა და იგი უახლოეს დღეებში რუსეთის პრემიერლიგის ბინადარ "მორდოვიას" ფეხბურთელი გახდება. რუსულ კლუბს ცნობილი სპეციალისტი იური სიომინი ავარჯიშებს, რომელიც მოსკოვის "ლოკომოტივში" მოღვაწეობის პერიოდში ქართველ ფეხბურთელებს საკმაოდ სწყალობდა.

რევიშვილის ტრანსფერი ამ გუნდში უახლოეს ხანებში ოფიციალურად დადასტურდება.

28 წლის მეკარე ბოლოს რუსეთის პირველი ლიგის ბინადარ "ტოსნოში" ირჯებოდა, ხოლო პრემიერლიგაში მას "რუბინის", "ანჟისა" და "კრასნოდარის" შემადგენლობაში უთამაშია.

0.125461