“იუვენტუსის” 28 წლის ჩილელმა ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა კარიერა შესაძლოა ლონდონის “არსენალში” განაგრძოს, აღნიშნულ ინფორმაციას Daily Express-ი ავრცელებს. “მეთოფეები” მზად არიან ნახევარმცველში 30 მილიონი ევრო გადაიხადონ. წყაროს ცნობით, ვიდალი ლონდონურ კლუბში გადასვლაზე თანახმაა. ვიდალის ეს მზადყოფნა “არსენალში” თავისი თანამემამულის ალექსის სანჩესის ყოფნით არის განპირობებული. მაგრამ ჯერჯერობით კლუბები ვიდალთან დაკავშირებით ერთმანეთში არ შეთანხმებულან.
განვლილ სეზონში ვიდალმა იტალიის ჩემპიონატში 28 მატჩი ჩაატარა, სადაც 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.