ფეხბურთი

12:23 | 26.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

უეფას გადაწყვეტილების მოლოდინში

უეფას ევროპის 2015 წლის სუპერთასის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ კიდევ არაა. ამ დროისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.

როგორც ცნობილია, სფფ უეფას სპეციალურ გეგმას გადაუგზავნის და ამის შემდგომ გახდება საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი. ჯერჯერობით გარკვეული მხოლოდ ისაა, რომ ქართველი და უცხოელი გულშემატკივრებისთვის ბილეთები ცალ-ცალკე გაიყიდება.

საქართველოსთვის 24 ათასი ბილეთია გამოყოფილი, რომელთაგანაც დღეისთვის მხოლოდ 54 ბილეთია გაყიდული.

0.115153