ფეხბურთი

12:05 | 26.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

"რომამ" ბერტოლაჩი გამოისყიდა და "მილანში" გაასხვისა

იტალიური ფეხბურთის გრანდმა "მილანმა" ზაფხულის პირველი ტრანსფერი განახორციელა. "როსონერის" ღირსებას "რომასა" და იტალიის ნაკრების ნახევარმცველი ანდრეა ბერტოლაჩი დაიცავს. ლომბარდიულმა გუნდმა 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გაიღო, ხოლო თავად მოთამაშის წლიური გასამრჯელო კი 1.5 მილიონი ევრო იქნება. "ჯენოას" ყოფილი ნახევარმცველი "სან სიროზე" მომდევნო 4 სეზონი გაირჯება.

ანდრეა ბერტოლაჩი "რომას" აღზრდილია და "ჯალოროსიმ" იგი ცოტა ხნის წინ "ჯენოადან" 8.5 მილიონ ევროდ გამოისყიდა.

ბერტოლაჩის ტრანსფერზე პირველი კომენტარი "სქაი სპორტთან" საუბრისას, მილანელთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმაც გააკეთა:

"ბერტოლაჩი კარგი ფეხბურთელია. იგი ძალიან მომწონს, ისევე როგორც "მილანის" სხვა ფეხბურთელები", - თქვა მიხაილოვიჩმა.

გასულ სეზონში ბერტოლაჩიმ სერია A-ში 6 გოლი გაიტანა. იტალიის ნაკრებში კი მას 3 მატჩი აქვს ჩატარებული.

0.122654