საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ევროპის თამაშებს პირველივე წრიდან გამოეთიშა. ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი (66 კილოგრამში) ფრანგ პიერ დუპრასთან საფინალო გონგამდე 2 წამით ადრე გაშვებული იუკოთი დამარცხდა. იქამდე ორივე ძიუდოისტს ორ-ორი შიდო ჰქონდა მიღებული.
73 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ტატამზე ნუგზარ ტატალაშვილიც გავა. დღესვე, ევროკონკურენციაში ჩაებმებიან: ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი (ორივე 81 კგ), ესტერ სტამი და ნინო ოძელაშვილი (ორივე 70 კგ).
ვასილ მშვილდაძე ბაქოდან