ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა შვეიცარიის ქალაქ ლენცერჰეიდეში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირს გამოეთიშა.
ერთეულთა შეჯიბრში მე-4 ნომრად განთესილ შაფათავას დიდი ბრძოლა გადახდა და მერვედფინალში შვეიცარიელ ამრა სადიკოვიჩთან 6:7 (5:7), 6:4, 6:7 (4:7) დამარცხდა.
წყვილთა ტურნირში მე-2 რეიტინგის მქონე შაფათავას და ბელარუსი მიძია მაროზავას დუეტმა ესპანურ-შვეცარიული წყვილის (კავალე-რეიმერსი/კენელი) წინააღმდეგობა ვერ დასძლია – 3:6, 2:6.