ფეხბურთი

23:22 | 25.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტაბიძე “გენტში” ითამაშებს

“საბურთალოს” ახალგაზრდა მცველი ჯიმი ტაბიძე ბელგიურ “გენტში” ჩაირიცხა. ამის შესახებ ”მსოფლიო სპორტს” კლუბის პრეს-ატაშე კახა მგელაძემ აცნობა.

დღეს, 19 წლის ფეხბურთელმა ბელგიურ კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა და მისი “გენტში” გადასვლის საკითხიც ოფიციალურად გადაწყდა. ცნობისთვის, ჯიმისთან ერთად, ბელგიაში “საბურთალოს” გენერალური დირექტორი კახა ჭუმბურიძეც იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ 19-წლამდელთა ელიტ-რაუნდის მატჩებისას ტაბიძე გიორგი დევდარიანის მიერ დარიგებული გუნდის უცვლელი წევრი გახლდათ.

0.130946